Tuesday, October 15, 2013

ფარსმან II "ქველი"-იბეერიის აღზევება


ანტიკური საქართველოს ისტორიის ყველზე დიდი და სახელგანთქმული პერსონა არის იბერიის მეფე ფარსმან II ქველი(120-170წწ), რომელმაც იბერია ანგარიშგასაწევ ძალად აქცია როგორც რომის იმპერიისათვის ასევე პართიის სამეფოსათვის. იმ უდიდესი დამსახურებისათვის რაც მან იბერიისათვის გააკეთა მომავალმა თაობებმა მას-ქველი უწოდეს.
მეორე საუკუნის დასაწყოსში ტრაიანეს მეფობის ჟამს რომაელებმა აღმოსავლეთის ექსპანსიის დროს დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ამ წარმატებების ერთ-ერთი მონაწილე გახდა იბერიის სამეფოც, რომელიც რომის ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ იქცა პართიასთან ომში.
იბერიელები საკუთარი ჯარებით ეშველებოდნენ რომის ლეგიონებს და დიდი პატივისცემაც დაიმსახურეს რომაელთა შორის. გარკვეულწილად ეს ლაშქრობები იბერიელი მმართველებისათვის წარმატების მომტანი ხდებოდა, რადგან დასუსტებული პართია ვეღარ აკონტროლებდა კავკასიის პროვინციებს, ხოლო იბერიელი მეფეები კავკასიის სრული დამორჩილებისაკენ მიისწრაფვოდნენ.

იბერიის სამეფო მაქსიმალური გაფართოების დროს

პომპეუსის დროიდან მოყოლებული იბერიელები რომის ერთგული მოკავშირეები იყვნენ აღმოსავლეთის პოლიტიკურ ასპარეზზე. რომის მხარდამხარ მებრძოლი იბერია მალევე ძალზედ გაძლიერდა და მისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა არამარტო თითქმის მთელი კავკასია არამედ ჩრდილოეთით ალანების ნაწილიც. სომხეთის სამეფო კი იბერიის ვასალი გახდა.

რომაელი ლეგიონერები

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა IIს-ის დასაწყისში. იბერიის ტახტზე 120  წელს ავიდა ამბიციური მეფე ფარსმან II- შემდგომში ქველად წოდებული. ფარსმანმა როგორც ჩანს  ენერგიული ღონსიძიებები გაატარა ჯერ ქვეყნის შიგნით: გააძლიერა სამხედრო ძალები, მოაწესრიგა პოლიტიკური საქმეები და ამის შემდეგ გადაერთო მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე. 

მის შესახებ ცნობები შემოგვინახეს მისმა თანამედროვე რომაელმა ისტორიკოსებმა და ასევე "მოქევაი ქართლისი"-ს ქართულმა წყაროებმა. მისი მიხედვით ფარსმანი დიდებულ მეომრად არის მოხსენიებული:
"...ხოლო ფარსმან ქუელი იყო კაცი კეთილი და უხვად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო და ყოვლითავე ყოვლითა მეფეთა ქართლისაითა, რომელნიც გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა".
ასევე საინტერესო ცნობები აქვთ დაცული რომაელ ისტორიკოსებსაც.

იბერიელი მებრძოლი

ფარსმან ქველმა გაითვალისწინა მის წინ მდგარი პოლიტიკური სირთულე-ორი უდიდესი სახელმწიფოს სიძლიერე-რომი და პართია და მათი გავლენისაგან თავის დაღწევის შესანიშნავი გეგმა შეიმუშავა... მის უდიდეს იარაღად ამ საქმეში იქცა-დარიალის კარი. ფარსმანი პერიოდულად გადმოიყვანდა ალანებს, თან თავის მხედრებსაც აყოლებდა და უსევდა აბრეშუმის გზას. თანაც ფარსმანმა იცოდა, რომ ალანები სამხრეთ კავკასიაში არ დარჩებოდნენ-ნადავლის შენარჩუნების მიზნით ისევ ჩრდილო კავკასიას შეაფარებდნენ თავს.

ალანები


აბრეშუმის გზა იყო მაშინდელი მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო არტერია, ხოლო მისი პერიოდული რბევა-აწიოკებით საგრძნობლად ზარალდებოდნენ როგორც რომის აღმოსავლეთის პროვინციები ისე პართიაც. მაგრამ ვერნაირად ვერ შეძლეს ფარსმანის შეჩერება იგი ისევ აგრძელებდა ალნ ოსების შესევას სავაჭრო ქალაქებზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს ლაშქრობები მაშტაბურ სახეს არ იძენდა...

იმპერატორი ადრიანე

ფარსმანს ურთიერთობა დაეძაბა რომის იმპერატორ ადრიანესთან, რომელიც არ ცნობდა იბერიის საზღვრების გაფართოებას კოლხეთის მიმართულებით. 
128 წელს ადრიანე პირადად ჩამოვიდა მცირე აზიაში და თავისთან მიიწვია მცირე აზიის მეფე-მთავრები, რათა ამით დაემტკიცებინა თავისი უზენაესობა. იმპერატორ ადრიანეს მოხელემ და კაბადოკიის მმართველმა ფლავიუს არიანემს მისი დავალებით აღწერა შავი ზღვის სანაპირო. იგი მოიხსენიებს სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები მაკრონებისა და ჰენიოხეის მეზობლად ძირდიტთა ტომს, რომელნიც "ფარსმანის ქვეშემრდომნი არიან". ალბათ სწორედ ამ გარემოებამ გამოიწყვია ადრიანეს მიერ ფარსმანისადმი ნდობის დაკარგვა და დაეჭვება მის ერთგულებაში. 
მისი გულის მოსაგებად ადრიანემ განსაკუთრებული საჩუქრები გაუგზავნა ფარსმანს. მათ შორის: საომარი სპილო და 50 კციანი სამხედრო რაზმი. ფარსმანი ხვდებოდა, რომ თუ ადრიანეს ეახლებოდა ფაქტიურად უარს იტყოდა მიღწეულ შედეგებსა და ახლად დამორჩილებულ ტერიტორიებზე. მაგრამ ისიც იცოდა, რომ თუ იმპერატორს არ ეახლებოდა რომთან სიტუაცია რაიკალურად დაეძაბებოდა. მაგრამ მაინც არ ეახლა ადრიანეს და საპასუხოდ მოოქროვილი მოსასხამები გაუგზავნა. 

გლადიატორები

განრისხებულმა ადრიანემ ამ წამოსასხამებით რომაელი გლადიატორები გამოიყვანა ბრძლის არენაზე და ამით თითქოს თვისი ძლევამოსილებით თავი მოიწონა. ეს ამბავი რათქმაუნდა ფარსმანმაც გაიგო და შესაფერის დროს დაელოდა რათა სამაგიერო გადაეხადა ადრიანესათვის ამ დამცირების გამო. 

დონ კასიუსის ცნობით: ამ ამბიდან 6 წლის შემდეგ (ე.ი. დაახლ. 134-135წწ) როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცა... გახსნა დარიალის კარი  გადმოიყვანა ალან ოსების დიდი მხედრობა, შეუერთა მას საკუთარი ჯარები და გრანდიოლული შეტევა მოაწყო მცირე აზიის, სირიისა და შუამდინარეთის მიმართულებით. რომის ისტორიაში ეს ერთ ერთი ყველაზე დამანგრეველი შემოსევა იყო ალანთა მიერს განხორციელებული. ალანებმა და იბერებმა აღეს და გაძარცვეს კაბადოკიის, სირიისა და შუამდინარეთის თითქმის ყველა ქალაქი. 136 წელს კაბადოკიის მმართველმა ფლავიუსმა დიდ ლეგიონებს მოუყარა თავი. ალანები ნადავლის შენარჩუნების მიზნით ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ, ხოლო არიანემ იბერიასთან ომისაგან თავი შეიკავა. ამით ფარსმანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ძალა და კიდევ უფრო დაამცირა ადრიანე.
ადრიანე ისე გარდაიცვალა, რომ ფარსმანს სამაგიერო პასუხი ვერ გასცა...

იმპერატორი ანტონინუს პიუსი
(138-161წწ)

სწორედ ამ დიდი ძალას გაუწია ანგარიში რომის მომდევნო იმპერატორმა, ადრიანეს შვილობილმა ანტონინუს პიუსმა. ადრიანესაგან განსხვავებით სცნო იბერიის ძალაუფლება მის ახლად შეერთებულ ტერიტორიებზე. ნელ-ნელა ისევ აღზდგა კარგი ურთიერთობები იბერიასა დ რომის იმპერიას შორის. ხოლო ეს დაძაბულბა სრულიად განმუხტა იბერიის მეფე ფარსმანის სტუმრობამ იმპერიის დედაქალაქ რომში. ჩანს რომში დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ამ დიდებული მეფის სტუმრობას და დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის გაიმართა დიდი სამხედრო ასპარეზობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფარსმანმა და მისმა ვაჟმა.
ფარსმანისა და მისი შვილის სამხედრო ხელოვნებით მოხიბლულმა იმპერატორმა, მარსის ველზე ფარსმანის ცხენზე ამხედრებული ქანდაკება დაადგმევინა და ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა. ეს იყო უდიდესი პატივი რომის მხრიდან და ფაქტიურად მსოფლიო აღიარება ფარსმან ქველისა. კაპიტოლიუმში მსხვერპლის შეწირვის უფლებას თვით ბერძნებსაც კი არ აძლევდნენ. 
ამავე ფაქტს აღწერს დონ კასიუსიც: "ფოცა ფარსმან იბერიელი  მეუღლესთან ერთად რომში ჩავიდა, იმპერატორმა ანტონიუსმა მას გაუდიდა სამფლობელო, ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება  ენიალონზე (ომის ღმერთის-მარსის ტაძარში) დაადგმევინა".

ქალაქ რომის ცენტრი

საერთოდ რომში როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდებოდა მას სპეციალურად აღნიშნავდნენ ხოლმე მარმარილოს ფირფიტებზე ე.წ. "ფასტიებზე" წერდნენ და ისტორიის ქრონიკებში შეჰქონდათ. როგორც წესი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ყოველთვის თავშივე აღინიშნებოდა. ეოწრედ ასეთი ფირფიტა შეიქმნა ფარსმანის სტუმრობის აღსაღნიშნავად. ძველი რომაული ქალაქის ოსტიას ადგილას აღმოაჩინეს სწორედ ეს ფასტია. მისი ტექსტი 1958 წელს ანტიკური პერიოდის მკვლევარმა ჰ. ნესელჰაუფმა გამოაქვეყნა. ფასტიაზე აღნიშნულია იმპერატორ ადრიანე პიუსის დროს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელშიც N1 მოვლენად მიუჩნევიათ ფარსმან მეფის სტუმრობა რომში. იმპერატორის ბიოგრაფი იულიუს კაპიტოლინი, ანტონიუს პიუსის განსადიდებლად იმასაც აღნიშნავს, რომ ფარსმანს მან ბევრად მეტი პატივი სცა ვიდრე მისმა წინამორბედმა იმპერატორმა ადრიანემო.

პართიელი მეომრები

იბერიის ასეთი გაძლიერებითა და გავლენით უკმაყოფილონი იყვნენ პართიის მესვეურნი. მისმა მეფემ ვოლოგეზ II-მ სომარი მოქმედებები წამოიწყო იბერიის წინაამღდეგ. მაგრამ ფარსმანმა პართიელები სასტიკად დაამარცხა (მათ შორის 2 ბრძოლას პირადად ვოლოგეზი სარდლობდა) და მალევე თვითონაც გადავიდა შეტევაზე. ერთ-ერთი ბრძოლის წინ პართიელებმა შეძლეს ფარსმანის მზარეულის მოსყიდვა. მზარეულმა ფარსმანს საჭმელი მოუწამლა და იბერიის დიდებული მეფე სიცოცხლეს გამოასალმა. 

ასე დაასრულა სიცოცხლე ანტიკური საქართველოს ისტორიის ყველაზე განთქმულმა მეფემ. მეფემ რომელიც მსოფლიომ აღიარა. ფარსმანი  იყო გამოვლინება უჭკვიანესი პოლიტიკოსის და უდიდესი მხედართმთავრის. მეფე რომელმაც იბერია დიდ ანგარიშგასაწევ ძალად აქცია როგორც პართიისათვის ასევე რომი იმპერიისათვისაც. 
იგი არის ერთ-ერთი უდუდესი მეფე საქართველოს ისტორაში, ადამიანი რომელმაც დაამტკიცა, რომ ძლიერი სახელმწიფოების მფარველობის გარეშეც შეიძლება დიდ ძლიერებას მიაღწიო...

ივერი კოპალიანი











No comments: